“სკოლა ენ-ჯი"-ს მოსწავლეების ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში
ნანახია 437-ჯერ
10 აპრილს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG-23-715) ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს "სკოლა ენ-ჯი"-ს მოსწავლეები ეწვივნენ.
მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას, დაათვალიერეს ლაბორატორიები ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ცენტრის წინაშე, განხილულ იქნა მომავალი შეხვედრების შესაძლებლობები.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების ზოგიერთი კვლევის მეთოდს; ცენტრის მკვლევარების ხელმძღვანელობის ქვეშ ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო ექსპერიმენტები.
გულთბილი მადლობა "სკოლა ენ-ჯი"-ს მოსწავლეებსა და მასწავლებელს ნინა ამირაშვილს.