ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრთა ონლაინ შეხვედრა სოფ. ხიდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
ნანახია 461-ჯერ
11 აპრილს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG-23-715) ფარგლებში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხიდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია ეპილეფსიის, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების შესახებ. მომხსენებელი: ლიკა წვერავა - ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი.
მადლობას ვუხდით ხარაგაულის რაიონის სოფელ ხიდარის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.