ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენელთა ვიზიტი ვ.კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში

ნანახია 146-ჯერ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG-23-715) ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ თბილისის სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა მოისმინეს ინტერაქციული ლექცია: "ბიონიკა, ბიოლოგიურ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგია". მომხსენებელი: ნატალია კიკნაძე - ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი.
შემდგომ ეტაპზე იგეგმება პროექტით დაინტერესებული უფროსკლასელების ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიებში.
მადლობას ვუხდით ქალაქ თბილისის სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექციას, მასწავლებლებს და მოსწავლეებს. ასევე განსაკუთრებული მადლობა ბიოლოგიის მასწავლებელს ქალბატონ ნატო შათირიშვილს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის.



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>