ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენელთა ვიზიტი ილია ვეკუას საჯარო სკოლაში

ნანახია 423-ჯერ


ა.წ 22 მარტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG-23-715/"საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია სკოლებში") ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს.აღნიშნული პროქტი მიზნად ისახავს სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას.
მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია: “ფიზიკა და მედიცინა”.
მომხსენებელი: ნიკოლოზ ჭელიძე - ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი და სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული.
შემდგომ ეტაპზე იგეგმება პროექტით დაინტერესებული უფროსკლასელების ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიებში.
გულთბილი მადლობა სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს, ასევე უღრმესი მადლობა ბატონ თემურ გაჩეჩილაძეს გვერდში დგომისთვის




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>