ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის"
ნანახია 964-ჯერ
2024 წლის 17 ივნისს, ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს თანამონაწილეობით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ჩაატარებს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო კონფერენციას - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის".
კონფერენციის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
კონფერენციის მიზანი:
კონფერენციის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებმა, დოქტორანტებმა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა წარმოადგინონ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცოცხალ ორგანიზმზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ. ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დამყარებას, ინფორმაციის გაცვლას და მათ დაინტერესებას უახლესი სამეცნიერო ტენდენციებითა და ტექნოლოგიებით.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 17 ივნისი, 2024
კონფერენციის თემატიკა: გარემო ფაქტორები და ჯანმრთელობა
კონფერენციის საორგანიზაციო და პროგრამული კომისიის წევრები: ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
სამიზნე აუდიტორია:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, მკვლევარებს, ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საფეხურის სტუდენტებს საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან.
• მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ აბსტრაქტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
• სააპლიკაციო ფორმის შევსება და მასალების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება1 მაისის ჩათვლით
• კონფერენციაში მონაწილე თითოეულ მონაწილეს და მის მენტორს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი;
• კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები გამოიცემა ელექტრონული წიგნის სახით, რომელიც აიტვირთება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ვებგვერდზე;
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1GUGghP-8iGTJ3f6cb_VS72ixVLWcg1Xty_7l-ftKLyk/edit
- საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია (GNA) და თავის ტვინის შემსწავლელი ორგანიზაცია საქართველოში (IBRO) საუკეთესო მომხსენებელს გადასცემს დაჯილდოების სერთიფიკატს და პრემიას.
- აშშ მეცნიერთა საპატიო საზოგადოება (Sigma Xi) საუკეთესო პოსტერის ავტორს გადასცემს დაჯილდოების სერთიფიკატს და პრემიას.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
კონფერენციის მისამართი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ლევან გოთუას ქუჩა 14, III სართული, სააქტო დარბაზი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: E-mail: youngscientists@biomedicine.org.ge, ტელ. 591 01 69 38; 592 06 70 11
აბსტრაქტების მომზადებისას გაითვალისწინეთ შემდეგი ინსტრუქციები:
ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის"-ში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აპლიკანტებმა პირველ ეტაპზე უნდა შეავსონ განაცხადი, განაცხადის ფორმაში წარმოადგინონ მათი ნაშრომის აბსტრაქტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. აბსტრაქტში ასახული უნდა იყოს: სათაური, ავტორების ჩამონათვალი, ინსტიტუტი/სამუშაო ადგილის დასახლება, სადაც მუშაობენ ავტორები, შესავალი, მეთოდიკა, შედეგები, დასკვნა/დასკვნები, ლიტერატურის სია (სურვილისამებრ) / Abstracts must be written in Georgian or English and should be structured in such a way as to include: Title, Author/s, Institute, Objectives, background, methods, results, conclusions, References (optional).
• აბსტრაქტის მოცულობა დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია მერყეობდეს - არაუმეტეს 300 სიტყვისა. ტექსტი რეკომენდებულია შრიფტით: Sylfaen, ზომა 12 / Abstracts should contain no more than 300 words of text in the recommended font: Sylfaen, size 11 pts.
• აბსტრაქტის სათაური - 14; / Title should be typed in UPPER CASE letters in bold and not exceed more than 100 characters.
• ავტორი/ები / ინტიტუტი/ფაკულტეტი/სამუშაო ადგილი / The author/s names and affiliation/s should be in upper and lower case.
• წარმდგენი ავტორის სახელი და ელექტრონული ფოსტა, რომელიც ჩაითვლება ამ აბსტრაქტთან დაკავშირებული ყველა მიმოწერის საკონტაქტო პირად / Please indicate the name and email of the presenting author, who will be considered the contact person for all correspondence connected with this abstract.
თეზისები გამოიცემა ელექტრონული წიგნის სახით, რომელიც აიტვირთება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ვებგვერდზე / The abstracts will be published in Abstract Book of Ivane Beritashvili Center of Experimental Biomedicine