ახალგაზრდა ნეირომეცნიერთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა"

ნანახია 561-ჯერ

საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი გულითადად ეპატიჟება ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა ნეირომეცნიერებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს, მიიღონ მონაწილეობა ახალგაზრდა ნეირომეცნიერთა პირველ საერთაშორისო კონფერენციაში „Brain and Neuroplasticity”.
კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 21-23 ოქტომბერს, თბილისში.
კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ნეირომეცნიერები ჩაერთვებიან მოტივაციურ დისკუსიებში, წარადგენენ საკუთარ მონაცემებს და განიხილავენ განსაკუთრებით ინოვაციურ იდეებს ექსპერიმენტული და კლინიკური ნეირომეცნიერების სფეროში.
შეხვედრაზე იქნება ღია ატმოსფერო, რაც  საშუალებას მისცემს მონაწილეებს ფოკუსირება მოახდინონ აკადემიური იდეების გაცვლაზე და ახალი ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაბზე.

გთხოვთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია კონფერენციის ვებგვერდზე: https://icfyn2024.iliauni.edu.ge/





<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>