ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრთა შეხვედრა სკოლა „ენ-ჯი“-ს მოსწავლეებთან

ნანახია 150-ჯერ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG – 23 – 715) ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ სკოლა „ენ-ჯი“-ს მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია მეხსიერების მნიშვნელობისა და მისი გაუმჯობესების მეთოდებზე, მაიონიზებელი რადიაციის მნიშვნელობასა და საფრთხეებზე.
შემდგომ ეტაპზე იგეგმება პროექტით დაინტერესებული უფროსკლასელების ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიებში. სკოლის ადმინისტრაციასა და თვითმმართველობასთან შეთანხმებით დაიგეგმა მოსწავლეთა სამეცნიერო კლუბის შექმნა.








<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>