ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პროექტი

ნანახია 472-ჯერ

ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ახორციელებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს.

პროექტის ფარგლებში:

•    უფროსკლასელებისთვის სკოლებში ჩატარდება ლექციები სამეცნიერო-პოპულარულ თემებზე;

•    დაინტერესებული მოსწავლეები ეწვევიან ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიებს და გაეცნობიან მიმდინარე ექსპერიმენტულ კვლევებს;

•    დაგეგმილია მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია. მოსწავლეები შეძლებენ მოახსენონ ან პოსტერით წარმოადგინონ მათთვის საინტერესო თემები (20-21 ივნისი).

კონფერენციაზე სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/.../1hr4AO6FpPuF9xSx9.../viewform...

საუკეთესო მომხსენებლები ეწვევიან ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმს ვეჯინში.

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს გადაეცემათ სერთიფიკატები

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან ელ.ფოსტაზე:  youngscientists@biomedicine.org.ge






<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>