ინტერაქტიული ლექცია: "ომი და ეკოლოგიური პრობლემები”.

ნანახია 278-ჯერ


2023 წლის 7 ნოემბერს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ინიციატივით, გაიმართება ინტერაქტიული ლექცია თემაზე: "ომი და ეკოლოგიური პრობლემები. გუშინ, დღეს…, ხვალ??". ლექცია ეძღვნება ომის და შეიარაღებულ კონფლიქტებში გარემოს ექსპლუატაციის თავიდან აცილების საერთაშორისო დღეს.

მომხსენებელი:

დავით ნადარეიშვილი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

სამუშაო ენა: ქართული
ადგილმდებარეობა: I სართული, C აუდიტორია, ლევან გოთუას ქუჩა 14, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცის ცენტრი

დასწრება თავისუფალია.




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>