ინტერაქტიული ლექცია: "ომი და ეკოლოგიური პრობლემები. გუშინ, დღეს…, ხვალ??”

ნანახია 379-ჯერ

2023 წლის 7 ნოემბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ინიციატივით, გაიმართა ინტერაქტიული ლექცია თემაზე: "ომი და ეკოლოგიური პრობლემები. გუშინ, დღეს…, ხვალ??".

მომხსენებელი:

დავით ნადარეიშვილი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ომი და ეკოლოგია მეცნიერების თვალთახედვით. წარსულში, დღეს … ხვალ???
კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა. გაგვაჩნია კი ჩვენ, ჰომო საპიენსებს ე.წ მიდრეკილება ომებისადმი? თუ ეს მხოლოდ ომის პროპაგანდაა? პრობლების მიმდინარე და რეტროსპექტული ანალიზი და მომავლის ხედვა. განაპირობებს კი მომავალში ნოოსფერო კაცობრიობის ახალ, ეკოლოგიურად ორიენტირებულ, ომებისგან, კონფლიქტებისგან განთავისუფლებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამყაროში შესვლას?
ლექცია მიეძღვნა ომის და შეიარაღებულ კონფლიქტებში გარემოს ექსპლუატაციის თავიდან აცილების საერთაშორისო დღეს.




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>