განცხადება სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნანახია 810-ჯერ

სსიპ  ივანე  ბერიტაშვილის  ექსპერიმენტული  ბიომედიცინის  ცენტრში 2023  წლის 30 ოქტომბრიდან  ცხადდება  ღია  კონკურსი  სამეცნიერო  სტრუქტურულ  ერთეულებში სამეცნიერო  თანამდებობის  დასაკავებლად  შემდეგ  პოზიციებზე:


1. ნეიროფიზიოლოგიის  ლაბორატორია _ მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
2. ბიოფიზიკის ლაბორატორია –  მეცნიერი თანამშრომელი ( 1 ერთეული “ა”კატეგორია);  
3. რადიობიოლოგიის  ლაბორატორია - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - ( 1  ერთეული „ა“ კატეგორია)

მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6  წლის გამოცდილება  და  განსაკუთრებული  სამეცნიერო  მიღწევები.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
 
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეულის (ლაბორატორია), დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
2.  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
4.   დიპლომების ასლები;
5.  გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი
      ა) სტატიების სრული სია;
      ბ) თეზისების სრული სია;
6. საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს. 

კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
 
 კონკურსის ჩატარების თარიღია 2023 წლის  12  დეკემბერი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 01  დეკემბრიდან 2023  წლის 07  დეკემბრის  ჩათვლით.

არასრული და არასწორი ინფორმაციის  მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა  არ განიხილება. 

კონკურსანტების  განცხადებების  რეგისტრაციისა  და  საბუთების  მისაღებად  შეიქმნა  სამდივნო  შემდეგი  შემადგენლობით:

მარიამ  ირემაშვილი - ადამიანური  რესურსების  მართვის  სამსახურის  უფროსი;
ნინო  ემუხვარი - დირექტორის  თანაშემწე.


ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: brdzaneba-n57.pdf
<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>