განცხადება სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ნანახია 701-ჯერ
სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში 2023 წლის 30 ოქტომბრიდან ცხადდება ღია კონკურსი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციაზე:
1. მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი-მთავარი მეცნიერ თანამშრომელი („ა“ კატეგორია).
კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;
სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.
სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფო ენასთან ერთად ფლობს ერთ-ერთ უცხო ენას (სასურველია ინგლისური), აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გააჩნია სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება კონკრეტული ლაბორატორიის ძირითადი თემატიკის მიმართულებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ივსება ადგილზე);
2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
4. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
5. კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
6. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომებიდან ერთ-ერთის ასლი, რომელიც უკეთ ასახავს კონკურსანტის მეცნიერული მოღვაწეობის წარმატებებს;
7. ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
8. ლაბორატორიის მომავალი განვითარების ხედვა-პროგრამა.
ღია კონკურსის საფუძველზე ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო, ამტკიცებს დირექტორი და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას 5 წლის ვადით.
საბუთები მიიღება სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, მისამართი: 0160, თბილისი, გოთუას ქუჩა №14, II სართული, სამდივნო.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 01 დეკემბრიდან 2023 წლის 07 დეკემბრის 18:00 საათამდე.
კონკურსი ჩატარდება და შედეგები გამოცხადდება 2023 წლის 13 დეკემბერს.
საკონტაქტო პირები:
• მარიამ ირემაშვილი (ლ.ფოსტა: iremashvili50@mail.ru)
• ნინო ემუხვარი (ელ.ფოსტა: ninaem@mail.ru) ;
• მაია მახარაძე (ელ.ფოსტა: maiamakharadze11@gmail.com);
• თამარ მათითაიშვილი (ელ.ფოსტა: matitaishvili.t@gmail.com);