განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნანახია 687-ჯერ


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო თანამდებობების  დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების თაობაზე.

1.სსიპ  ივანე  ბერიტაშვილის  ექსპერიმენტული  ბიომედიცინის  ცენტრში 2023  წლის 02  ივნისიდან  გამოცხადდა  ღია  კონკურსი  სამეცნიერო  სტრუქტურულ  ერთეულებში სამეცნიერო  თანამდებობის  დასაკავებლად  შემდეგ  პოზიციებზე:

1.1  ძილ-ღვიძილის  ციკლის  ნეირობიოლოგიის  ლაბორატორია  -   მეცნიერ  თანამშრომელი (1 ერთეული „ა“ კატეგორია)
1.2  ნეიროტოქსიკოლოგიის  ლაბორატორია _ მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
1.3 ტკივილისა და ანალგეზიის  ლაბორატორია _ მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული  “ა”კატეგორია, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  (1 ერთეული „ა“ კატეგორია);
1.4  ბიოფიზიკა ლაბორატორია –  მეცნიერი თანამშრომელი ( 1 ერთეული “ა”კატეგორია);  
1.5  რადიაციული  უსაფრთხოების  პრობლემათა  ლაბორატორია - მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული  „ბ“ კატეგორია)
1.6 რადიობიოლოგიის  ლაბორატორია - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - ( ორი  ერთეული „ა“ კატეგორია)

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6  წლის გამოცდილება  და  განსაკუთრებული  სამეცნიერო  მიღწევები.
5. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
 
5.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეულის (ლაბორატორია), დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
5.2.  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5.3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
5.4.   დიპლომების ასლები;
5.5  გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი
      ა) სტატიების სრული სია;
      ბ) თეზისების სრული სია;
5.6. საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს;  

6. კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;
 
7. კონკურსის ჩატარების თარიღია 2023 წლის  12  ივლისი.

8. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 03  ივლისიდან  2023  წლის 07  ივლისის  18: 00  საათამდე.
8.1. არასრული და არასწორი ინფორმაციის  მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა  არ განიხილება;  

9. კონკურსანტების  განცხადებების  რეგისტრაციისა  და  საბუთების  მისაღებად  შეიქმნას  სამდივნო  შემდეგი  შემადგენლობით:

9.1 მარიამ  ირემაშვილი - ადამიანური  რესურსების  მართვის  სამსახურის  უფროსი;
9.2 ნინო  ემუხვარი - დირექტორის  თანაშემწე;

10. ინფორმაცია  კონკურსის  შესახებ  გამოქვეყნებულ  იქნას  საქართველოს  კანონმდებლობითა  და   ცენტრის  წესდებთ  გათვალისწინებული  წესით.

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>