ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2023
ნანახია 837-ჯერ
ა.წ. 7-8 ივლისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრში ცენტრის რიოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით, რეოლოგთა საზოგადოების ინიციატივით ტარდება ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2023. კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერები, სპეციალისტები, სტუდენტები, რომელთა კვლევითი ინტერესთა სფერო არის რეოოლოგია, სისხლის, სისხლის მიმოქცევის სისტემა, სისხლბადი ორგანოები და მათთან დაკავშირებული პათოლოგიები.
ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართათვის დამყარდეს კომუნიკაცია, შედგეს კოლაბორატორული ჯგუფები, დაიგეგმოს ახალგაზრდების მეცნიერებაში მოდინების გზები, გაიმართოს ღია დისკუსიები. ასეთი ღონისძიება ძალზე მნიშვნელოვანია მენტორთათვის, პროფესორ/მასწავლელებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 ივლისი.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ აქ https://docs.google.com/forms/d/1Ovx4W6H2d-Yr-_CSZIvq88kLMJBF6riJCi3ZSa0_S6k/edit?ts=6486fe3a&fbclid=IwAR1ENMTvYsNyZcIWtrl2fplsTpGJQ4kgiJfvtP9hq5l1V_Z0cDofIUVPyi4
ან ესტუმრეთ ვებგვერდს https://biomedicine2020.wixsite.com/rheobiomed2023