პროექტი “ლაბ-ორატორი“ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში
ნანახია 1 132-ჯერ
ა.წ. 17 ივლისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიამ და ცენტრის ახლგაზრდა მეცნიერთა კლუბუბმა უმასპინძლა პროექტ “ლაბ-ორატორს“, რომლის ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართმმართველობის განათლების დეპარტამენტი, თბილისის სამედიცინო აკადემია.
დღეს არის დიდი ქართველი მეცნიერის, კლინიკური რეოლოგიის ფუძემდებლის პროფესორ გიორგი მჭედლიშვილის დაბადების დღე. გიორგი მჭედლიშვილის ღვაწლი ქართულ მეცნიერებაში და ცენტრის საქმიანობაში შეუცვლელია. ნიშანდობლივია, რომ პროექტ “ლაბ-ორატორის“-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულთა სტუმრობა დაემთხვა ამ დღეს.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ რეოლოგიური კვლევის მეთოდებს. დაიგეგმა დასკვნითი ღონისძიება აკრონიმით „რეობიომედი-2023“, რომელიც ჩატარდება ა.წ. 7-8 ივლისს, სადაც რეოლოგიის მიმართულებით მოხსენებებს გააკეთებენ ახალგაზრდა მკვლევარები და სტუდენტები.