ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრების შეხვედრა ზოგადი რადიობიოლოგიისა და რადიოეკოლოგიის ჯგუფის მკვლევარებთან

ნანახია 822-ჯერ
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ცენტრის სამეცნიერო ჯგუფებთან კომუნიკაციას მათი ჩამოყალიბების ისტორიის, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 მარტს ჩატარდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრების შეხვედრა რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის ზოგადი რადიობიოლოგიისა და რადიოეკოლოგიის ჯგუფის თანამშრომლებთან.
ახალგაზრდა მეცნიერები მადლიერება გამოხატეს ინფორმაციულად საინტერესო პრეზენტაციის წარმოდგენისა და დოკუმენტური ფილმის „ატომური საქართველო“ ჩვენების გამო.
სამომავლოდ, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი გეგმავს სხვადასხვა ლაბორატორიებსა და სამეცნიერო ჯგუფებთან შეხვედრებს, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს საშუალება ჩაერთოს ცენტრის აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ წინსვლასა და ეროვნულ-საერთაშორისო დონეზე კავშირების დამყარებას.








<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>