ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი შეხვედრა

ნანახია 947-ჯერ
2023 წლის 20 მარტს, ორშაბათს, 11:00 საათზე ჩატარდება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი შეხვედრა რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის რადიობიოლოგიისა და რადიოეკოლოგიის ჯგუფის წევრებთან.

კლუბის წევრები გაეცნობიან ზემოაღნიშნული ლაბორატორიის რადიობიოლოგიისა და რადიოეკოლოგიის ჯგუფის ისტორიას, სამეცნიერო საქმიანობასა და სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრა ითვალისწინებს დოკუმენტური ფილმის „ატომური საქართველო“ ჩვენებას.  

შეხვედრის ადგილი: 931 ოთახი, IX სართული

დასწრება თავისუფალია




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>