მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე
ნანახია 828-ჯერ
ა.წ. 10 თებერვალს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარი. სემინარზე წარდგენილი იყო ორი მოხსენება:
1. „უჯრედული თერმული წანაცვლების მეთოდით ინოზიტოლის სამიზნე ცილების იდენტიფიკაცია, ეპილეფტოგენეზის პრევენცია“(მიმდინარე კვლევა), მომხსენებელი - ცენტრის ბიოქიმიური ნეიროფარმაკოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი ლიკა წვერავა;
2. „პრეფრონტალური ქერქის ფუნქციის მოდულაცია ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის ქოლინერგული და გაემ-ერგული ნეირონებით“. მომხსენებელი - ცენტრის ქცევისა და კოგნიტურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი ბარბარე ნოზაძე.
მოხსენებები დიდი ინტერესით მოისმინეს. გაიმართა დისკუსია. შემდეგ ცენტრის თავის ტვინის ულტრა- და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელმა ნინო ფოჩხიძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: „ქალი მეცნიერები ბერიტაშვილში“, რამაც აგრეთვე დიდი ინტერესი გამოიწვია.