"ღია მეცნიერების " ფორუმი

ნანახია 765-ჯერ
2022 წლის 2-4 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში პირველად  ჩატარდება "ღია მეცნიერების ფორუმი", რომელიც ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით გაიმართება.

ფორუმი მიზნად ისახავს ღია მეცნიერების ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარებას, ევროპის “ღია მეცნიერების” ღრუბელთან (EOSC) თავსებადი სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას და ეროვნულ დონეზე EOSC-ის ელჩების გადამზადებას, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ფორუმი გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში (სამუშაო ენა - ინგლისური). მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს როგორც დასწრებულ, ისე ონლაინ ფორმატში.



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>