კონკურსი ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

ნანახია 938-ჯერ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო თანამდებობების  დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების თაობაზე

1. 2022 წლის 07 ნოემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:

     1.1  ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორია  – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული „ა“ კატეგორია);
     1.2  ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია - მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია);
     1.3 ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორია - მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული „ბ“კატეგორია);
     1.4  ბიოინფორმატიკის ლაბორატორია  –  მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ბ”კატეგორია);  

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
     
4. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
     4.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეულის (ლაბორატორია), დასაკავებელი   პოზიციისა  და კატეგორიის   მითითებით;
     4.2.  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
     4.3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
     4.4.    დიპლომების ასლები;
     4.5. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი:
                  ა) სტატიების სრული სია;
                  ბ) თეზისების სრული სია;
      4.6. საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს;  
5. კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;
6. კონკურსის ჩატარების თარიღია 2022 წლის 16 დეკემბერი.
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 08 დეკემბრიდან 2022 წლის 13 დეკემბრის  ჩათვლით.
8. არასრული და არასწორი ინფორმქციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
       საბუთები მიიღება სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, მისამართი: 0160, თბილისი, გოთუას ქუჩა №14, II სართული, სამდივნო. (საბუთების მიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა  10:00 საათიდან 18:00 საათამდე).
საკონტაქტო პირები: მარიამ ირემაშვილი; ნინო ემუხვარი;
ტელ.: 2 37 12 31;  2 37 03 00 ((227), (229), (225));


ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: 49-1.pdf
<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>