ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის დაარსება

ნანახია 972-ჯერ
მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში განსაკუთრებულად აღინიშნა - დაარსდა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. კლუბის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ახალგაზრდა წარმატებული მეცნიერი ნინო ფოჩხიძე.
ნინომ  კლუბის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას კლუბის მუშაობის მისეული ხედვა გაუზიარა. ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა გზა დაულოცეს ახალგაზრდულ წამოწყებას და წარსული გამოცდილების გაზიარებასა და თანადგომას შეპირდნენ.
ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა გვანცა ჭკადუამ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას მეცნიერის საერთაშორისო დღე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ძლიერი, აქტიური, წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა მეცნიერები წარმოადგენენ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მომავალს.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>