საქართველოს I ეროვნული სამეცნიერო ფორუმი „კოვიდ-19 საქართველოს 2021 წლის რეალობაში“

ნანახია 985-ჯერ
2021 წლის 20-21 დეკემბერს, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხების განხილვას დაეთმო. ფორუმი ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა და მას ორგანიზება და მასპინძლობა გაუწია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა. 20 დეკემბერს ფორუმი სექციური პანელებით გაიხსნა. პანელებში პანდემისთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში, დიალოგის ფორმატში ისაუბრეს სამინისტროების, სამეცნიერო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ღონისძიება პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცა ფორუმის ვებ-პლატფორმასა და სოციალურ მედიაში. 21 დეკემბერს ფორუმმა ონლაინ ფორმატში სამ სექციად განაგრძო მუშაობა და რამდენიმე მიმართულება მოიცვა: ჯანდაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; განათლება და ფსიქოლოგიური მეცნიერებები; პოლიტოლოგია, ეკონომიკა და სოციოლოგია. პირველი სექციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერებმა (წარმოადგინეს 7 მოხსენება). ფორუმმა დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებში, ასევე ფართო საზოგადოებაში.



ჩამოტვირთეთ PDF ფაილი: -2021-1.pdf
<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>