მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
ნანახია 804-ჯერ
2019 წლის 29 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ბიომედიცინის აქტუალური საკითხები” ჩატარდა. 18 სტუდენტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა სამეცნიერო სესიაზე მოხსენებები წარადგინა ბიომედიცინის აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა ორგანიზებით გაიმართა.