განცხადება
ნანახია 665-ჯერ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
1.1 ნეიროფიზიოლოგიის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (5 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული “ა”კატეგორია);
1.2 მემბრანოლოგიის განყოფილება _ მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული “ა” კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
1.3 ბიოქიმიის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ბ” კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 4 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.4 თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული “ა”კატეგორია);
1.5 ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
1.6 რადიობიოლოგიის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული ,,ა’’, 2 ერთეული “ბ”კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 2 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.7 ბიოფიზიკის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” და 1 ერთეული “ბ” კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (6 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული “ა” კატეგორია);
1.8 ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია _ მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.9 ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორია – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული “ა”კატეგორია);
1.10 გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორია – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ბ” კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (3 ერთეული “ა” კატეგორია, 1 ერთეული “ბ” კატეგორია ), მეცნიერ თანამშრომელი (4 ერთეული “ა”კატეგორია);
1.11 რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 2 ერთეული “ბ”კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 3 ერთეული “ბ”კატეგორია).
1.12 მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორია – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 2 ერთეული “ბ“ კატეგორია );
1.13 ბიოინფორმატიკის ლაბორატორია – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.14 ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორია – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.15 ტკივილის და ანალგეზიის ლაბორატორია – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
1.16 თავის ტვინის ულტრა და ნანო არქიტექტონიკის ლაბორატორია _ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.17 რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების განყოფილება _ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია);
2. მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
3. უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
4. მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
1. განცხადება, განყოფილების/ლაბორატორიის, დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
4. დიპლომების ასლები;
5. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი:
ა) სტატიების სრული სია;
ბ) თეზისების სრული სია;
6. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების ასლები, საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს;
კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;
არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით;
კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 24–25 აპრილს;
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 0160, თბილისი, გოთუას ქ. #14, II სართული, კანცელარია.
საკონტაქტო პირი - მარიამ ირემაშვილი, ელმირა მეგედი, ნინო ემუხვარი;
e-mail – secretary@lifescience.org.ge;
ტელ: 237 12 31, 237 11 65, 237 11 78.