განცხადება

ნანახია 693-ჯერ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხალმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების თაობაზე
       1. გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციაზე:
     1.1 რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების განყოფილება –განყოფილების გამგე–მთავარი მეცნიერ თანამშრომელი «ა»კატეგორია;
   2. კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
   3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.
   4. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი პროფილით, გააჩნია სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.
   5. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
5.1 განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5.2 კალენდარული ავტობიოგრაფია (CV), მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
5.3 დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
5.4  გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (სრული სია):
     ა) სტატიების სრული სია;
     ბ) თეზისების სრული სია;
5.5. სამეცნიერო ნაშრომების/სტატიების ან სხვა დოკუმენტების ასლი, რომელებიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის განსაკუთრებულ სამეცნიერო მიღწევებს.
5.6 შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ.);
5.7  სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).
6. ღია კონკურსის საფუძველზე ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის გამგეს ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო, ამტკიცებს დირექტორი და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას.
7. საბუთები მიიღება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, მისამართი: 0160, თბილისი, გოთუას ქუჩა №14, II სართული, კანცელარია.
8. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2017 წლის7 მარტიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.
9. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2017 წლის 5 აპრილს.
10. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 0160, თბილისი, გოთუას ქუჩა №14, II სართული, კანცელარია.
საკონტაქტო პირი ¬_ მარიამ ირემაშვილი, ელმირა მეგედი, ნინო ემუხვარი
e-mail – secretary@lifescience.org.ge;
ტელ: 237 12 31, 237 11 65, 237 11 78.
 


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>