საერთაშორისო სემინარი "მემბრანული იონური არხები: სამომავლო პერსპექტივები"

ნანახია 646-ჯერ
სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში მიმდინარე წლის 21 აპრილს ჩატარდა საერთაშორისო ქართულ-უკრაინული სემინარი სახელწოდებით "მემბრანული იონური არხები: სამომავლო პერსპექტივები".
ჩვენი სტუმრები იყვნენ ცნობილი უკრაინელი მეცნიერები, კიევის ა. ბოგომოლეცის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, უკრაინის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ოლეგ კრიშტალი და ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე - ბიოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ნანა ვოიტენკო. ცენტრში სამეცნიერო აუდიტორიის წინაშე პროფ. ო. კრიშტალი წარსდგა მოხსენებით - "მჟავებისადმი მგრძნობიარე იონური არხები: ფუნქციის ძიება", პროფ. ნ. ვოიტენკო კი მოხსენებით "ახალი მიდგომები ზურგის ტვინის ნეირონების სიგნალიზაციის მოლეკულური მექანიზმების შესწავლაში".
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსია და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>