თანამშრომლობის მემორანდუმი EEU-სა და ბიომედიცინის ცენტრს შორის

ნანახია 567-ჯერ
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით კვალიფიციური განათლების მიღების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.
მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე სტუდენტთათვის სამეცნიერო, სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფას, სტაჟირებასა და საწარმოო პრაქტიკას.
ხელშეკრულებას ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა მოაწერეს. ცერემონია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსიპ ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორიის გამგე, EEU-ს პროფესორი თენგიზ ზაალიშვილი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>