დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის უმაღლესი სამედიცინო სკოლა «აიეტი»–ის სტუდენტთა სამეცნიერო პრაქტიკა

ნანახია 635-ჯერ
2017 წლის 13–16 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში სამეცნიერო პრაქტიკა გაიარეს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის უმაღლესი სამედიცინო სკოლა «აიეტი»–ის პირველი კურსის სტუდენტებმა პროფესორ ნანა სიხარულიძის ხელმძღვანელობით. სტუდენტები გაეცნენ ცენტრის ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს. მონაწილეობა მიიღეს ნეიროფიზიოლოგიის განყოფილების, ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა, ძილ–ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის და თავის ტვინის ულტრა და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიებში მიმდინარე ექსპერიმენტებში. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრსა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2013 წელს დადებული მემორანდუმის ფარგლებში.




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>