საქმიანი შეხვედრა მაია ბეროშვილთან
ნანახია 671-ჯერ
17 ივნისს შედგა საქმიანი შეხვედრა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის დავით ნადარეიშვილსა და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის ქ-ნ მაია ბეროშვილს შორის. მათ დაგეგმეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობა, მათ შორის 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში ჩასატარებელი ღონისძიებები და 2017-18 წწ სეზონური და საშაბათო სკოლები, რომლებსაც გაუძღვებიან ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერები.