საბავშვო ნახატების გამოფენა-კონკურსი "ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო"

ნანახია 517-ჯერ
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2017 წლის მეცნიერების და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში აცხადებს კონკურს "ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო", რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით. კონკურსი ჩატარდება ოთხ ნომინაციაში:
1. 21-ე საუკუნის მეცნიერი;
2. კვლევა და ექსპერიმენტი;
3. ვსწავლობთ სამყაროს;
4. მეცნიერის პორტრეტი.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დარბაზის ფოიეში გამოფენილი იქნება ყველა მონაწილის ნაშრომი. გამარჯვებული ნახატების ავტორებს გადაეცემათ თანამედროვე პლანშეტის შესაძენი ვაუჩერი. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები.
კომკურსი ჩატარდება 2017 წ. 27 სექტემბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დიდ დარბაზში.
კონკურშში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ ნაშრომები წარმოადგინოთ 2017 წლის 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ლევან გოთუას ქ.14, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>