2017 ფესტივალის პროგრამა
ნანახია 777-ჯერ
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის 2017 წლის მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა
24 სექტემბერი
რიყის პარკი
12.00-18.00 „ინოვაციების გამოფენა“ (36 მაგიდა)
12.00-18.00 „საბავშვო გამოფენა“ (9 მაგიდა)
27 სექტემბერი
14.00-16.00 „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ - საბავშვო ნახატების კონკურსი/გამოფენა
ორგანიზატორი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
მისამართი: თბილისი, გოთუას 14
გამოფენა ჩატარდება სხვადასხვა ნომინაციაში:
1. 21-ე საუკუნის მეცნიერება;
2. კვლევა და ექსპერიმენტი;
3. ვსწავლობთ სამყაროს;
4. მეცნიერის პორტრეტი.
გამოფენის მსვლელობისას იმუშავებს წინასწარ შექმნილი ჟიური. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში საკონფერენციო დარბაზის ფოიეში გამოიფინება ყველა შემოსული სურათი. ჟიურის მიერ გამოვლინდება ყველა ნომინაციაში გამარჯვებული სურათი და მათ ავტორებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერები.
30 სექტემბერი
12.00-18.00 შემეცნებითი ტური ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმში. ღონისძიება მოიცავს სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას ივანე ბერიტაშვილის ცხოვრების შესახებ.
ორგანიზატორი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფელი ვეჯინი
4 ოქტომბერი
15.00-17.00 ღია კარის დღე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. ღონისძიება მოიცავს შემეცნებით ტურს და საჯარო ლექციას „სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და 21-ე საუკუნის კაცობრიობის გამოწვევები“.
ორგანიზატორი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
მისამართი: თბილისი, გოთუას 14
საჯარო ლექციის ხანგრძლივობა 20-30 წუთი;
შემეცნებითი ტური ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის განყოფილებებსა და ლაბორატორიებში - ხანგრძლივობა 1.5 სთ.
6 ოქტომბერი
11.00-16.00 ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
ორგანიზატორი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
მისამართი: თბილისი, გოთუას 14
სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერების და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით. კონფერენცია მიეძღვნება ბიომედიცინის აქტუალურ საკითხებს. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.