მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა

ნანახია 685-ჯერ
2017 წლის 24 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი რიყის პარკში გაიხსნა. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოფენებში, რომელიც ჩატარდა რიყის პარკში. «ინოვაციების გამოფენა»–ზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულმა ბიომედიცინის ცენტრმა წარადგინა ცენტრის უახლესი სამეცნიერო მიღწევები, ახალი სამეცნიერო წიგნები, სახელმძღვანელოები, შრომათა კრებულები. «საბავშვო მეცნიერების» გამოფენაზე ჩვენმა ცენტრმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცენტრის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო, პატარებისთვის ადვილად აღსაქმელი, საინტერესო ექსპერიმენტები და გამოკითხვები. ჩვენი ცენტრის საგამოფენო მაგიდებთან მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდების და მათი მშობლების ნაკადი. გვეამაყება და გვიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა დაინტერესებულია მეცნიერებით.










<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>