ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ნანახია 779-ჯერ
2017 წლის 6 ოქტომბერს მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინს ცენტრში ჩატარდა «ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია». ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა, «ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების» ქართველმა და უცხოელმა წევრებმა (სტუდენტებმა). ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ივანე ბერტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნარგიზ ნაჭყებიამ და ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა. კონფერენციაზე ახალგაზრდებმა ბიომედიცინის მიმართულებით წარმოადგინეს 13 პრეზენტაცია. მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო განხილვა და დისკუსია. კონფერენციის ყველა მონაწილეს აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სერტიფიკატები.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>