ბერიტაშვილის კითხვანი 2018
ნანახია 705-ჯერ
2018 წლის 10 იანვარს 14.00 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 133 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა.
დღის წესრიგი:
მისალმება - გიორგი შარვაშიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
შესავალი სიტყვა - გურამ ბექაია, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი;
მოხსენება: „ძილ-ღვიძილის ციკლის ფუნდამენტური ნეირობიოლოგიური მექანიზმების შესწავლა - ზოგიერთი ფსიქონერვული დაავადების პათოფიზიოლოგიის ახალი უჯრედული სამიზნეების წარმატებული კვლევის აუცილებელი პირობა“. მომხსენებელი - ნარგიზ ნაჭყებია, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე.
ორგანიზატორები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება,
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, I სართული, აუდიტორია 115.