განცხადება

ნანახია 786-ჯერ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
•    რადიობიოლოგიის განყოფილება – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული ,,ა’’კატეგორია);
•    რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია – მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული ,,ბ”კატეგორია).
მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:
1.    განცხადება, განყოფილების/ლაბორატორიის, დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
2.    განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3.    კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
4.    დიპლომების ასლები;
5.    გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი:
     ა) სტატიების სრული სია;
     ბ) თეზისების სრული სია.
6.    ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების ასლები, საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს.
კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2018 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 14 მარტს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 0160, თბილისი, გოთუას ქ. #14, II სართული, კანცელარია.
საკონტაქტო პირები - მარიამ ირემაშვილი, ელმირა მეგედი, ნინო ემუხვარი.
e-mail – secretary@lifescience.org.ge;
ტელ: 237 12 31, 237 11 65, 237 03 00 [(227), ( 229),( 225)].

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>