„ტვინის ცოდნის კვირეული“

ნანახია 822-ჯერ
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ნეირომეცნიერებათა ასოციაციისა და საქართველოს ივ.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარე წლის 26 აპრილს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში „ტვინის ცოდნის კვირეული“-ს ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია.
შესავალი სიტყვით დამსწრეებს მიმართა საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა, საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა თემურ ნანეიშვილმა. მოხსენებებით გამოვიდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი ნანა დორეული - „საფერავის ფლავონოიდების ნეიროპროტექტორული აქტივობის შესაძლო მექანიზმების კვლევა კაინის მჟავას ეპილეფსიის ვირთაგვას მოდელში“ და თბილისის ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო გზირიშვილი - „ეპილეფსიის პრექირურგიული დიაგნოსტიკა“. წარმოდგენილი მოხსენებების ირგვლივ გაიმართა საინტერესო დისკუსია.









<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>