განცხადება

ნანახია 859-ჯერ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
ბიოქიმიის განყოფილება – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ბ”კატეგორია);
ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
რადიობიოლოგიის განყოფილება – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
ბიოფიზიკის განყოფილება – მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია);
ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია – მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ბ”კატეგორია);
ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორია – მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია –მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ბ”კატეგორია).
მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
1.    განცხადება, განყოფილების/ლაბორატორიის, დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
2.    განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3.    კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
4.    დიპლომების ასლები;
5.    გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი:
     ა) სტატიების სრული სია;
     ბ) თეზისების სრული სია;
1.    ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების ასლები, საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს;
 
კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;
არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2018 წლის 06 აგვისტოდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით;
კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 16 აგვისტოს;
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 0160, თბილისი, გოთუას ქ. #14, II სართული, კანცელარია.
საკონტაქტო პირი - მარიამ ირემაშვილი, ელმირა მეგედი, ნინო ემუხვარი;
e-mail – secretary@lifescience.org.ge;
ტელ: 237 03 00 [(227), ( 229),( 225)].


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>