სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისში

ნანახია 765-ჯერ
2018 წლის 25 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ბერიტაშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცის ორგანიზატორი იყო ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიოგი ღავთაძემ და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიმედიცინის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერები სალომე კიპაროიძე, ნინო ფოჩხიძე და ნელი მაღლაკელიძე, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - მაგდა სირბილაძე, თამარ ბედენაშვილი, ნიკა მირცხულავა, ლიკა კუხიანიძე და ანი კილაძე. წარმოდგენილი იყო საინტერესო, როგორც ექსპერეიმენტული ასევე თეორიული -მიმოხილვითი ხასიათის მოხსენებები. მოხსენებების შემდეგ გაიმართა კამათი. დასასრულს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა რენიკო საკანდელიძემ შეაჯამეს კონფერენციის მუშაობა. თითოეულ მონაწილეს მეცნიერებისა და ინოვაციების 2018 წლის ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სერთიფიკატები.






<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>