სემინარების ციკლი „უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“
ნანახია 824-ჯერ
გრძელდება ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო სემინარების ციკლი „უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“, სადაც ცენტრის თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თემატური ჯგუფების ხელმძღვანელები წარმოადგენენ ძირითად საკვლევ პრობლემებს, მიღწეულ წარმატებებს და კვლევითი მიმართულების სამომავლო განვითარების ხედვას.
პარასკევს, 26 ოქტომბერს, 14 საათზე, ცენტრის სააქტო დარბაზში შედგება მემბრანოლოგიის განყოფილების გამგის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, გვანცა ჭკადუას მოხსენება თემაზე „ფერმენტული კინეტიკა და ტრანსპორტული ATP აზები„
დასწრება თავისუფალია.