აკადემიკოს დავით მიქელაძის დაჯილდოება

ნანახია 801-ჯერ
2018 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს. სხდომაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია გადაეცა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოქიმიის განყოფილების გამგეს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოს დავით მიქელაძეს ნაშრომთა ციკლისათვის „ნერვულ უჯრედებში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების რეგულაცია ნორმასა და პათოლოგიაში“.
დ.მიქელაძის მიერ ჩატარებულ ნაშრომთა ციკლში წარმოდგენილია ცხოველურ მოდელზე, უჯრედულ ხაზებზე და იზოლირებულ მიტოქონდრიებზე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოქმედების გზები, გარკვეულია ნერვული უჯრედების რეგულაციური სისტემების ნატიფი მოლეკულური მექანიზმები, დადგენილია სხვადასხვა ნეიროაქტიური ნაერთის მოქმედების პრინციპები. დ.მიქელაძის ნაშრომებს, ერთის მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფუნამედნტური მეცნიერების განვითარებაში, ხოლო მეორეს მხრივ, მას ფართო პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივა აქვს.
ცენტრის კოლექტივი ულოცავს ბატონ დავითს პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემიის მინიჭებას და უსურვებს წარმატებებს მომავალ სამეცნიერო საქმიანობაში.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>