ბერიტაშვილის კითხვანი 2019
ნანახია 956-ჯერ
2019 წლის 10 იანვარს 14.00 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 134 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა.
დღის წესრიგი:
მისალმება - გიორგი შარვაშიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
შესავალი სიტყვა - გურამ ბექაია, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი;
მოხსენება: „როგორ და რატომ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ“. მომხსენებელი - არჩილ კეზელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგე.
ორგანიზატორები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება,
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, I სართული, აუდიტორია 115.