საქართველოში ჩატარდება I საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში
ნანახია 879-ჯერ
2015 წლის 10–11 ოქტომბერს , ქ.ქუთაისში (საქართველო), ჩატარდება I საერთაშორისო კონფერენცია რეოლოგიაში.
მიმართულებები:
*ექსპერიმენტული ჰემორეოლოგია, ჰემოდინამიკა და ჰიდრავლიკა;
*კლინიკური ჰემორეოლოგია (კარდიო და ცერებროვასკულარული დაავადებები, ენდოკრინოლოგია, ჰეპატოლოგია, ალერგია, გერონტოლოგია, შოკი, სტრესი, რეოკონსტრუქციული ქირურგია, მეან–გინეკოლოგია და სხვა);
*ბიო- და ჰემორეოლოგიური მეთოდები, ტექნოლოგიები და აღჭურვილობა;
*სისხლის და სისხლძარღვოვანი უჯრედების მიკრო– და ნანომექანიკა;
*სისხლის დინება მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოქიმიის თვალთახედვით;
*მტკიცებულებების მედიცინა რეოლოგიასა და მიკროცირკულაციაში;
*მულტიდისციპლინური კვლევები რეოლოგიაში;
*ფარმაცევტული რეოლოგია;
*რეოლოგიის ისტორია;
*შემეცნებითი რეოლოგია;
*სისტემების, ორგანოების, ქსოვილების, უჯრედების ფიზიოლოგია და პათფიზიოლოგია;
*და სხვა.
კონფერენცია ტარდება აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თანადგომით.
კონფერენციის ორგანიზატორი: აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში, მანწკავა მაკა
კონფერენციის მსწავლული მდივანი: აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში, მომცელიძე ნანა
კონფერენციის კოორდინატორები: აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში, დავლიანიძე ლენა, პროფ. საკანდელიძე რენიკო
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 15 სექტემბერი.
თეზისები მიიღება მისამართზე:
Biomedicine.med@gmail.com, mantskava@lifescience.org.ge
საკონტაქტო ტელ: +995577480020; +995322371019