საერთაშორისო კონფერენცია „ბერიტაშვილის საუბრები I

ნანახია 811-ჯერ
საერთაშორისო კონფერენცია „ბერიტაშვილის საუბრები I“, ნეიროფიზიოლოგიური ფუნქციები და მათი დარღვევები - ინტერდისციპლინური კვლევები“. ეძღვნება აკადემიკოს თენგიზ ონიანის დაბადებიდან 90-ე წლისთავს.

პირველი საინფორმაციო წერილი

ძვირფასო კოლეგებო,
საორგანიზაციო კომიტეტი გაცნობთ ინფორმაციას კონფერენციაში მონაწილეობის ფორმების, სექციების ძირითადი თემების და ზოგიერთი მნიშვნელოვანი ვადების შესახებ.
მონაწილეობის ფორმები. ზეპირი ან სასტენდო მოხსენებები.
ზეპირი მოხსენებების სრული ტექსტები გამოქვეყნდება წიგნის სახით –   International Conference the 1st “Beritashvili Talks”, Neurophysiological Functions and their Disorders – Interdisciplinary Studies, Compilation of reports, volume 1, 2018.
ზეპირი და სასტენდო მოხსენებების აბსტრაქტები გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.biomedicine.org.ge  და აბსტრაქტების სპეციალური ბროშურის სახით, the 1st “Beritashvili Talks”, Neurophysiological Functions and their Disorders – Interdisciplinary Studies , Abstract Book, volume 1, 2018.
ძირითადი თემები:
•    ძილის ნეირობიოლოგია და ძილის დარღვევების პათოფიზიოლოგია
•    დასწავლისა და მეხსიერების სისტემები
•    ეპილეპსიური დარღვევის ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები
•    თავისუფალი რადიკალები - ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების ფუნქციობა და დარღვევები
•    აღქმა და ქცევა
•    უჯრედის მარეგულირებელი სისტემები და ცნს ფუნქციური აქტივობა
•    ტკივილის ნეირობიოლოგია - არხებიდან ქცევამდე
•    ნეირონული ულტრასტრუქტურა ნორმასა და პათოლოგიაში
•    სხვა . . . . . .
მნიშვნელოვანი ვადები:
30/05/2018 – ზეპირი და სასტენდო მოხსენებების აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადა
25/07/2018 – ზეპირი მოხსენებების სრული ტექსტების გამოგზავნის ბოლო ვადა
რეგისტრაცია - მონაწილეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ კონფერენციის გახსნამდე, ელექტრონულად, თანხმობის წერილის გადმოგზავნით და სარეგისტრაციო თანხა გადარიცხონ ანგარიშზე, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით კონფერენციის სამდივნო.
რეგისტრაცია შესაძლოა აგრეთვე კონფერენციის გახსნის დღეს. ზუსტი დრო მითითებული იქნება კონფერენციის პროგრამაში, რომელსაც მოგვიანებით გადმოგიგზავნით.
სარეგისტრაციო გადასახადი - 50 ლარი.

სრული ტექსტების გაფორმების წესები
სათაური
სათაურის მაქსიმალური სიგრძე - 250 სიმბოლო და ნიშნები, სივრცეების გარეშე. არასტანდარტული შემოკლებები არ არის სასურველი.
სრული ტექსტის სიდიდე
სრული ტექსტი, ცხრილებისა და სურათების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 1 ინტერვალით დაბეჭდილ 25 ფურცელს.
ავტორები
ავტორების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
სრული ტექსტის აგებულება.
სრულ ტექსტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პარაგრაფები - Introduction, Methods, Results, Discussion, Conclusion, References and Acknowledgement.
ძირითადი თემები
შეარჩიეთ ერთ-ერთი ძირითადი თემა სიმპოზიალური სესიის მიხედვით, სადაც განთავსდება თქვენი ზეპირი მოხსენება. იხილეთ ძირითადი თემების სია.
ზეპირი მოხსენებების სრული ტექსტები გადმოგზავნეთ ელექტრონულად იმეილზე neliko.maglakelidze@gmial.com , secretary@biomedicine.org.ge
დადასტურება
სრული ტექსტის გადმოგზავნის შემდეგ მიიღებთ დადასტურებას ელექტრონულ ფოსტაზე. თუკი ვერ მიიღებთ დადასტურების წერილს გთხოვთ დაუკავშირდეთ კონფერენციის სამდივნოს მეილზე neliko.maglakelidze@gmail.com , secretary@biomedicine.org.ge
აბსტრაქტების გადმოგზავნა
ზეპირი და სასტენდო მოხსენებების აბსტრაქტები გადმოაგზავნეთ ელექტრონულად იმეილზეl neliko.maglakelidze@gmial.com , secretary@biomedicine.org.ge
სათაური
სათაურის მაქსიმალური სიგრძე - 250 სიმბოლო და ნიშნები, სივრცეების გარეშე. არასტანდარტული შემოკლებები არ არის სასურველი.
აბსტრაქტის სიდიდე
აბსტრაქტი შემოსაზღვრულია 3000 სიმბოლოთი სივრცეების გარეშე. ცხრილები და სურათები არ არის გათვალისწინებული.
ძირითადი თემები
შეარჩიეთ ერთ-ერთი ძირითადი თემა სიმპოზიალური სესიის მიხედვით, სადაც განთავსდება გადმოგზავნილი აბსტრაქტი. იხილეთ ძირითადი თემების სია.
ავტორები
ავტორების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
აბსტრაქტის სტრუქტურა.
აბსტრაქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პარაგრაფები - Introduction, Methods, Results, Conclusion and Acknowledgement.
დადასტურება
აბსტრაქტის გადმოგზავნის შემდეგ მიიღებთ დადასტურებას ელექტრონულ ფოსტაზე. თუკი ვერ მიიღებთ დადასტურების წერილს გთხოვთ დაუკავშირდეთ კონფერენციის სამდივნოს მეილზე neliko.maglakelidze@gmail.com, secretary@biomedicine.org.ge

კონფერენციის ჩატარების ადგილი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, გოთუას ქუჩა #14.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოს.
პატივისცემით,
ნელი მაღლაკელიძე
საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი
გოთუას ქ. 14
Tel: +995 2 32 371 154 (W)
Mob +995 558 145 007
Fax: +995 32 373 411
E-mail neliko.maglakelidze@gmail.com, secretary@biomedicine.org.ge


საერთაშორისო კონფერენციის "ბერიტაშვილის საუბრები I" პროგრამა

საერთაშორისო კონფერენციის "ბერიტაშვილის საუბრები I" აბსტრაქტების კრბული

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>