„ბერიტაშვილის საუბრები“ (საკონფერენციო განცხადება)

ნანახია 724-ჯერ
ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ი. ბერიტაშვილის სახ. საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება აარსებს და იწყებს საერთაშორისო კონფერენციების „ბერიტაშვილის საუბრები“ ციკლს, რომელიც „გაგრის საუბრების“ არსობრივ გაგრძელებას წარმოადგენს.
„ბერიტაშვილის საუბრები I, ნეიროფიზიოლოგიური ფუნქციები და მათი დარღვევები-ინტერდისციპლინური კვლევები“ ეძღვნება ივანე ბერიტაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფის, საქართველოში ძილის საბაზისო და ძილის დარღვევათა პათოფიზიოლოგიის კვლევითი მიმართულებების დამაარსებლის, გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თენგიზ ონიანის დაბადებიდან 90-ე წლისთავს.
საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება 2018 წლის 25-27 ივნისს, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, გოთუას ქ.14, თბილისი.
გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. დეტალები იხილეთ საინფორმაციო წერილში ცენტრის ვებგვერდზე - www.biomedicine.org.ge

სამეცნიერო/საორგანიზაციო კომიტეტი:

ნარგიზ ნაჭყებია - თავმჯდომარე                                              
ნოდარ მითაგვარია - თანათავმჯდომარე                                      
დავით ნადარეიშვილი - თანათავმჯდომარე                                  
წევრები:                                                                              
თემურ ნანეიშვილი                                                               
რომან შაქარიშვილი   
 გურამ ბექაია
არჩილ კეზელი  
ლიანა კვირკველია
ზაქარია ნანობაშვილი
 მერაბ ცაგარელი                                                                     



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>