ლისაბონში (პორტიგალია) გამართული ქართულ-პორტუგალური დღეები

ნანახია 1 753-ჯერ
ა.წ. 2-16 თებერვალს ქ.ლისაბონში (პორტიგალია) გაიმართა   ქართულ-პორტუგალური დღეები. ლისაბონის სანტა მარიას საუნივერსიტეტო კლინიკის გულის და სისხლძარღვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლისაბონის უნივერსიტეტის ანტონიო აგას მონიზის სახელობის სამედიცინო სკოლის დეკანის პროფ. ფაუსტო პინტოს, ამავე უნივერსიტეტის ემირიტუსის, კლინიკური რეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოების თავჯდომარის კარლოტე სალდანჰას და ჩვენი ცენტრსის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკურის სერვისების ლაბოროატორიის გამგის პროფ. მაია მანწკავას მიერ იყო ორგანიზებული სამეცნიერო ღონისძიება, რომელზეც მოხსენებებით წარდგნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები. გარდა სამეცნიერო კონფერენციისა, შეხვედრის ფარგლებში ათვისებულია პორტუგალური მოდელის გამოყენებით სისხლის ელექტრო-ფიზიკური თვისებების ახალი მეთოდი, რომელიც დაინერგება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიაში. ღონისძიების მსვლელობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ცენტრის სხვა თანამშრომლებმა ნანა მომცელიძემ, თამარ სანიკიძემ, აგრეთვე დოქტორანტმა, რომლის სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ცენტრის ბაზაზე. ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა რეოლოგიის მიმართულებით გაცვლითი პროგრამები მკვლევართათვის.



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>