მერაბ ცაგარელი
ნანახია 1 354-ჯერ
ძვირფასო კოლეგებო გიზიარებთ სასიამოვნო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრის ტკივილისა და ანალგეზიის ლაბორატორიის გამგე მერაბ ცაგარელი დაჯილდოვდა ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის პრემიით საქართველოში ტკივილის ექსპერიმენტული შესწავლის დარგში მიღწეული წარმატებებისთვის. პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი მიეკუთვნება ტკივილის სამეცნიერო მკვლევარს, მეორე ნაწილი კი - ტკივილის თერაპიულ მენეჯმენტში ჩართულ კლინიციტს.
მ. ცაგარელმა ეს ჯილდო დაიმსახურა უკანასკნელ წლებში უცხოეთში გამოქვეყნებული წიგნებისა და მაღალ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში დაბეჭდილი სტატიებისთვის. ვულოცავთ ბ-ნ მერაბს დამსახურებულ პრემიას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.