„EEGHUB.GE“ ეეგ მონაცემთა პირველი ელექტრონული ბაზა საქართველოში

ნანახია 1 682-ჯერ
პროექტის ეროვნული ინიციატივები ღია მეცნიერებისთვის ევროპაში (NI4OS-National Initiatives for Open Science in Europe - NI4OS-Europe)  მიზანია ევროპელი მეცნიერებისთვის უზრუვნელყოს მონაცემებზე დაფუძნებული კვლევები, რისთვისაც იყენებს ევროპის ღია სამეცნიერო ღრუბელს (EOSC European Open Science Cloud). პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის Horizon 2020 პროგრამის ფარგლებში. NI4OS-Europe პროექტის მიერ საქართველოდან შერჩეულია EEGHUB.GE https://eeghub.ge/, როგორც თემატური სერვისი, რომლის ხელმძღვანელია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ირმა ხაჩიძე (პროექტის ხელმძღვანელი). პროექტის მენეჯერია ამავე ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი - თეო გუბიანური. პროექტი ხორციელდება საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”-ს ინფრასტრუქტურის საშუალებით, ხელმძღვანელი რამაზ ქვათაძე. ასოციაცია "გრენა"-ს მხარდაჭერით მოხდა ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელში თემატური EEGHUB.GE სერვისის ინტეგრირება. EEGHUB.GE (ეეგ-ელექტროენცეფალოგრამა - თავის ტვინის ელექტრული აქტივობა) გახლავთ  ეეგ მონაცემთა პირველი ელექტრონული ბაზა საქართველოში, რომელიც არის სისტემატიზირებული, შენახული და განთავსებული EDF ფორმატში. სერვისი უფასოა ევროპელი და ადგილობრივი მეცნიერებისთვის და დაფუძნებულია EOSC FAIR პრინციპებზე- პოვნადი, ხელმისაწვდომი, თავსებადი და მრავალჯერადი.

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>