კონკურსი ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

ნანახია 1 774-ჯერ
განცხადება
        საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო თანამდებობების  დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების თაობაზე
1. 2021 წლის 1-ლი მაისიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
1.1 ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორია – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ( 4 ერთეული “ა” კატეგორია), უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია);
1.2  მემბრანოლოგიის ლაბორატორია _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ბ” კატეგორია), უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (3 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
1.3 ბიოქიმიის ლაბორატორია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 2 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.4   ბიოქიმიური ნეიროფარმაკოლოგიის ლაბორატორია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.5  თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის ლაბორატორია – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია), უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა”კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (4 ერთეული “ა”კატეგორია);
1.6  ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი   (3  ერთეული “ა”კატეგორია);
1.7  გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორია - მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.8  რადიობიოლოგიის ლაბორატორია – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული ,,ა“ კატეგორია), უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია);
 
1.9   ბიოფიზიკის ლაბორატორია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (6 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (3 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია);
1.10  ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია);
1.11  ადამიანის  ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორია _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული  “ბ”კატეგორია);
1.12  ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორია – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია), უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (3 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (4 ერთეული “ა”კატეგორია);
1.13 გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა”,  2 ერთეული “ბ” კატეგორია ), მეცნიერი თანამშრომელი (4 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია);
1.14  რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია).
1.15 მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 3 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია );
1.16  ბიოინფორმატიკის ლაბორატორია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (3  ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია);  
1.17  ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ”კატეგორია);   
1.18 ტკივილის და ანალგეზიის ლაბორატორია – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია),  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (2 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”კატეგორია);
 
1.19  თავის ტვინის ულტრა და ნანო არქიტექტონიკის ლაბორატორია _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა”, 1 ერთეული “ბ” კატეგორია);
1.20 რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია), მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული “ბ”კატეგორია);
     2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
          3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
          4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და   განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.
        5. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
    5.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეულის (ლაბორატორია), დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
     5.2.  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    5.3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
    5.4.    დიპლომების ასლები;
    5.5. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი:
                  ა) სტატიების სრული სია;
                  ბ) თეზისების სრული სია;
        5.6. საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს;  
      6. კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;
    7. კონკურსის ჩატარების თარიღია 2021 წლის 28-29 ივნისი.
      8. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 02 ივნისიდან 2021 წლის 18 ივნისის  ჩათვლით.
       9. საბუთები მიიღება სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, მისამართი: 0160, თბილისი, გოთუას ქუჩა №14, II სართული, სამდივნო. (საბუთების მიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა  10:00 საათიდან 18:00 საათამდე).
საკონტაქტო პირები: მარიამ ირემაშვილი; ელმირა მეგედი; ნინო ემუხვარი;
ტელ.: 2 37 12 31;  2 37 03 00 ((227), (229), (225));

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>