ივანე ბერიტაშვილის სამეცნიერო სკოლიდან წარმატებულ კარიერამდე საზღვარგარეთ
ნანახია 2 124-ჯერ
🟨 ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი გთავაზობთ ლაივშეხვედრას თემაზე: „ივანე ბერიტაშვილის სამეცნიერო სკოლიდან წარმატებულ კარიერამდე საზღვარგარეთ“.
ვებინარის მომხსენებლები იქნებიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე წარმატებული მეცნიერი ქალები.
🗣 მოდერატორი - ნარგიზ ნაჭყებია; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
მომხსენებლების შესახებ
🔸 ირმა რუხაძე - ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ალბანის სამედიცინო ცენტრი. ნიუიორკის შტატი, აშშ
მოხსენების სათაური: ნეირომეცნიერების წარმატებული კარიერისკენ მიმავალი გზა
ირმა რუხაძე ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი (PHD) მიენიჭა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თ. ონიანის ძილ-ღვიძილის ლაბორატორიაში(თენგიზ ონიანის და დავით მიქელიძეს ხელმძღვანელობით). ამჟამად ის არის ასოცირებული პროფესორი, ნიუიორკის შტატის ალბანის სამედიცინო ცენტრის “ძილისა და სუნთქვის დარღვევების ნეირობიოლოგიის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მუშაობს ნეირომეცნიერებისა და ექსპერიმენტული თერაპიის დეპარტამენტში. ირმას ლაბორატორია იკვლევს ძილის ობსტრუქციულ აპნეის ნეიროანატომიურ და ნეიროფიზიოლოგიურ საფუძვლებს. სამეცნიერო კვლევებთან ერთად ირმა ასრულებს აკადემიურ სამუშაოს, არის დეპარტამენტთან არსებული ნეირომეცნიერების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის პროფესორ-მასწავლებელი, სამედიცინო უნივერსიტეტში შემოსულ აბიტურიენტთა შემრჩევი კომისიის წევრი, NIH სამეცნიერო გრანტების ხელმძღვანელი. ირმას სამეცნიერო ლაბორატორია ალბანის სამედიცინო ცენტრს შუერთდა 2020 წლის სექტემბერში, მისი ლაბორატორიის წევრებთან ერთად ის განაგრძობს კვლევებს. ასევე ჩამოაყალიბა ახალი კოლაბორაცია ალცჰეიმერის კვლევის ლაბორატორიასთან რაშიც ჩართული არიან მისი სტუდენტები. მან დამოუკიდებელი მეცნიერ-პროფესორის გამოცდილება დააგროვა ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში ლოს-ანჯელესსა (UCLA) და ლოს-ანჯელესის ვეტერანების სამედიცინო ცენტრში. პოსტ-სადოქტორო ტრენინგი გაიარა პენსილვანიის უნივერსიტეტში რამაც საქართველოში და გერმანიაში მიღებულ გამოცდილებასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა მის კარიერულ წარმატებას.
ირმა შეხვედრაზე გაგვაცნობს მისი ლაბორატორიის წარმატების რეცეპტს, და იმ სამეცნიერო მეთოდიკურ მრავალფეროვნებას რაც მის ლაბორატორიაში არის.
🔸 თამარ ჩაჩუა - ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
ქორურგიული ნეიროფიზიოლოგი კომპანიაში “სპეშელთიქეარ”, ქონექტიკუტის შტატი, აშშ.
თამარის მოხსენება ეხება ქირურგიული ნეიროფიზიოლოგის სამუშაო გარემოსა და სამუშაო პასუხისმგებლობებს სამედიცინო ინდუსტრიაში.
ბიოგრაფია
თამარს ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის წოდება (PhD) მიენიჭა ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (ხელმძღვანელი პროფესორი ბესარიონ ნანონაშვილი, რეტიკულო-თალამო-კორტიკალური სისტემის ფიზიოლოგიის ლაბორატორია) და ამჟამად მუშაობს ქირურგიული ნეიროფიზიოლოგად ინდუსტრიულ კორპორაციაში სახელწოდებით “სპეშელთიქეარ”. თამარი როგორც ქირურგიული ნეიროფიზიოლოგი აკონტროლებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებას პაციენტებში ხერხემლის ან თავის ტვინის ოპერაციების დროს. თამარი თავისი კომპანიის ფარგლებში მუშაობს კონექტიკუტის შტატის რამდენიმე საავადმყოფოსა და ქალაქ ნიუიორკის სიმსივნის ცენტრში. გამოყენებითი ნეიროფიზიოლოგიის კარიერამდე თამარი მუშაობდა ფუნდამენტური ნირომეცნიერების სფეროში, ის იყო ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე ნიუიორკის სამედიცინო ინსტიტუტის უჯრედის ბიოლოგიისა და ანატომიის დეპარტამენტში და მუშაობდა დოქტორ ველიშეკისა და დოქტორ ველიშკოვას ლაბორატორიაში. თამარის ფუნდამენტური კვლევა ეხებოდა ჩვილობის ასაკის ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმის, ინფანტილური სპაზმების, მექანიზმების კვლევას. ის აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს და მომაწილეობდა კონფერენციებში, თუმცა, თამარმა მისი კარიერის გარკვეულ ეტაპზე გადაწყვიტა ფუნდამენტური მეცნიერებიდან გადასულიყო გამოყენებით მეცნიერებაში და მისი კარიერა გაეგრძელებინა კლინიკურ ინდუსტრიაში.
🔸 მარიამ ალავერდაშვილი - ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
კვლევის განვითარების სპეციალისტი
ფსიქიატრიის განყოფილება, სამედიცინო ინსტიტუტი, სასკაჩაუანის უნივერსიტეტი
სასკატუნი, სასკაჩუანი, კანადა
მოხსენების სათაური
სამეცნიერი კვლევის განვითრების პერსპექტივა: კლინიკური და ფუნდამენტური კვლევები
ბიოგრაფია
მარიამ ალავერდაშვილს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხის წოდება 2000 წელს, ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (ხელმძღვანელები: დოქტორი მანანა დაშნიანი და აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი). 2003 წლიდან მან გაგრძელა სამეცნიერო საქმიანობა ჩეხეთის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, პრაღა. 2007 წლიდან მარიამი მოღვაწეობს კანადაში. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი კანადის ქცევის ნეორომეცნიერების ცენტრში (ლესბრიჯი, ალბერტა) იყო საყოველთაოდ აღიარებული ნეირომეცნიერი იან ქ. ვიშოუ. 2010 წელს მარიამი შეუერთდა პროფესორ ბრუს ლ. მაკნოტონის ჯგუფს როგორც მეცნიერ-თანამშრომელი (ლესბრიჯი, ალბერტა). 2013 წლიდან მარიამი მოღვაწეობს სასკაჩუანის უნივერსიტეტში (სასკატუნი, სასკაჩუანი) როგორც მეცნიერ- თანამშრომელი პროფესორების ფ. პატერსონის, ი. მენდეზის და რ. ლაპრარის გვერდით. ამჟამად მარიამი არის კვლევის განვითარების სპეცილისტი ფსიქიატრიის განყოფილებაში. მას აქვს გამორჩეული ცოდნა ტვინის ინსულტებში, ასოცირებულ მოტორულ და კოგნიტურ დარღვევებსა, და ტვინის პლასტიურ მექანიზმებში. ის ასევე ფლობს მრავალფეროვან და უნიკალურ კვლევით მეთოდებსა და ტექნოლოგიებს (მაგ. ტვინის ბიოქიმიურ-კარტირებას სინქროტრონის სხივის გამოყენებით). მარიამი ასწავლის ფსიქიატრიის რეზიდენტებს კლინიკური და ფუნდამენტური მეცნიერების კვლევის საფუძვლებს. ის აქტიურად აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, რეცენზიას უკეთებს ნაშრომებს რიგ აკადემიური ჟურნალებისთვის და საგრანტო ინსტიტუტებისთვის. მარიამის მიერ შექმნილი ტვინის ანათალის ბიოქიმიური რუკა შერჩეული იყო როგორც გარეკანის სურათი NeuroImage-ის ერთ-ერთი ტომისთვის.
🎥 ლაივი გაეშვება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ფეისბუქგვერდზე.
🗣 შეხვედრის განმავლობაში შეგეძლებათ დასვათ კითხვები ფეისბუქგვერდზე კომენტარების სახით.