ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი ვეჯინში

8-06-2023



გამოჩენილი ფიზიოლოგი, ქართული ფიზიოლოგიის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სიღნაღის მაზრის, სოფელ ვეჯინში, სადაც მისი სახელობის სახლ-მუზეუმი მდებარეობს.
ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი  არის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. აგებულია 1985–1987 წლებში (არქიტექტორი ი. მოსულიშვილი), გაიხსნა 1988 წლის 10 იანვარს.
ორსართულიანი შენობა  ჯვრული მოხაზულობისაა. მუზეუმში რამოდენიმე საგამოფენო დარბაზია, რომლებიც გრძივ მკლავებშია განთავსებული.
I სართულზე ორი საექსპოზიციო დარბაზია, დანარჩენი ფართობი უკავია ფოიეს და სხვადასხვა სათავსებს. დარბაზებში გამოფენილია ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი მასალები, ფოტოსურათები, წიგნები და ნაშრომები ქართულ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩინურ ენებზე.
II სართულზე სამი ადმინისტრაციული ოთახია. სარდაფში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 100 კაცზე. შენობის სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ხვეული კიბით.
მუზეუმის მენეჯერია ქალბატონი დესანი ფურცელაძე.

ვრცლად...